„ნაცმოძრაობამ“ მიტინგზე ათასობით მომხრე გამოიყვანა – სააკაშვილი მათ ონლაინ მიმართავს

აქციაზე სიტყვით გამოვლენ ბლოკის ლიდერები, შეკრებილებს კიევიდან მიმართავს პრემიერობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით თავისუფლების მოედანზე ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

ორგანიზატორების თქმით, ისინი თბილისიდან და რეგიონებიდან 50 ათას მომხრეს ელოდებიან. შეხვედრა ატარებს სახელწოდებას „დავემშვიდობოთ ბიძინას“. 

„ნაცმოძრაობამ“ მიტინგზე ათასობით მომხრე გამოიყვანა – სააკაშვილი მათ ონლაინ მიმართავს

დაგეგმილია, რომ შეკრებილებს კიევიდან მიმართავს პრემიერობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

„ნაცმოძრაობამ“ მიტინგზე ათასობით მომხრე გამოიყვანა – სააკაშვილი მათ ონლაინ მიმართავს

მოედანზე დისტანციის დაცვით განლაგებულია სკამები აქციის მონაწილეებისთვის. სკამები იკავებს მთლიან თავისუფლების მოედანს, ბევრი მონაწილე უკვე ფეხზე დგას, რადგან მათ დასაჯდომი ადგილები არ ეყოთ.

ამასთან, მონაწილეთა ნაწილი ვერ ახერხებს თბილისში მოხვედრას, რადგან რუსთავის ტრასა „ქართულმა მარშმა“ გადაკეტა. მეორე ნაწილმა მარშით გაიარა მთავარ გამზირზე და აქციას შეუერთდა. 

„ნაცმოძრაობამ“ მიტინგზე ათასობით მომხრე გამოიყვანა – სააკაშვილი მათ ონლაინ მიმართავს

აქციის დაწყებამდე მონაწილეებს მუსიკოსები ართობდნენ.