თამარ ჟვანია: არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან, დამატებით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯომარემ თამარ ჟვანიამ.

არჩევნები გისოსებს მიღმა: როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ქართველი პატიმრები?>>

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ყველა იმ გამოწვევას უპასუხა, რომელიც პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა.

ექსტრემალური კენჭისყრა საქართველოში: გადასატანი საარჩევნო ურნა 900-მა ადამიანმა მოითხოვა

თამარ ჟვანია აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს, რომ ამომრჩეველმა თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს არჩევანი.

31 ოქტომბერს კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ჩვენთვის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია, განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს ადგილზე ყოფნა ცოტა ხნით უწევს, რაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი.

არჩევნები 2020: როგორ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სამხედრო მოსამსახურეები

„2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ“, – განცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, უბნებზე საარჩევნო პროცესი დამოუკიდებლად განხორციელდება და შეხება არ ექნება იმ ღონისძიებებთან, რომელიც პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩეველთა მომსახურებას უზრუნველყოფს. ასევე აღინიშნა, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან, დამატებით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა.

ამ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ განხორციელდება.

„ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.