ვის აძლევენ ხმას საქართველოს მოქალაქეები - ახალი გამოკითხვის შედეგები

კითხვას - „დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - რესპონდენტების 56%-მა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლაში 56%-ით კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს, მესამე ადგილზე კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“.

ამერიკული ავტორიტეტული კომპანია საქართველოში ეგზიტპოლს ჩაატარებს

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ახალი გამოკითხვის თანახმად, რომელიც Public Opinion Strategies-სთვის ქართულმა კომპანია GORBI-მ ჩაატარა, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 56% მოაგროვა. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა 19,9%-ით. მესამე ადგილი კი სხვა გამოკითხვებთან შედარებით უნიკალური აღმოჩნდა. ის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 4,6%-ით დაიკავა. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 4,3% მიიღო და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. მეოთხე ადგილზე გავიდა „ქართული ოცნების“ ყოფილ თანამოაზრეთა პარტია „ახალი საქართველო“ 4,5%-ით.

მომდევნო ადგილები შემდეგ პარტიებს შორის გადანაწილდა:

პარტია    მიღებული ხმები
„ლელო საქართველოსთვის"3,9%
„გირჩი"3%
„ლეიბორისტული პარტია"2,2%
„ერთიანი საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"1,6%

გამოკითხვა 9-20 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 518-მა ადამიანმა მიიღო. კონკრეტულად სად ჩატარდა გამოკითხვა, მითითებული არ არის. გამოკითხვის ცდომილებაა +/-2,5%.