უცებ მოკეთდებით: ნარკოლოგი ნაბახუსევის ლიკვიდაციის სწრაფ გზებს ასახელებს

ცნობილი ექიმ-ნარკოლოგი ნაბახუსევის სწრაფი ლიკვიდაციის რამდენიმე მეთოდს ასახელებს, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორად შერჩეული საუზმეა.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ექიმ-ნარკოლოგი ალექსეი კაზანცევი ასახელებს მეთოდს, როგორ აღვიდგინოთ ნაბახუსევზე ორგანიზმი სწრაფად.

საუკეთესოა „პახმელიაზე“: მეცნიერი აბსოლუტურად მარგებელ პროდუქტს ასახელებს

მისი თქმით, პირველ რიგში, სასურველია კონტრასტული შხაპის მიღება — ხუთწამიანი ინტერვალით ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით გადავლება. ამის შემდეგ საჭიროა ორგანიზმში წყალ-მარილოვანი, ანუ ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

„აუცილებელია მინერალური წყლის მიღება იმისთვის, რომ სისხლის pH-მა ალკალიზაციას მიაღწიოს“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, კაზანცევის თქმით, ნაბახუსევზე ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საუზმე. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ნაკლებად დაბრაწული ომლეტი. ხოლო დღის განმავლობაში კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ვიტამინებისა და პრეპარატების მიღებაა რეკომენდებული.

ალკოჰოლი და სისხლის ჯგუფები: მეცნიერებმა ყველაზე სუსტები და ყველაზე გამძლეები დაადგინეს>>

„შეგიძლიათ მიიღოთ ქარვისა თუ ლიმონის მჟავაზე დამზადებული პრეპარატები — ეს დააჩქარებს დეტოქსიკაციას“, – განმარტა ნარკოლოგმა.

ზოგადი გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად კი, ექიმის რჩევით, აუცილებელია სუფთა ჰაერზე გასეირნება და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.