საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლები 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული სისტემით, 30-ს კი - მაჟორიტარულით.
გარდა ამისა, ცალკეული რეგიონების მკვიდრები აირჩევენ მერებსა და რაიონული საკრებულოების დეპუტატებს. აჭარაში ამავე დღეს გაიმართება უზენაესი საბჭოს არჩევნებიც.
ამავდროულად, COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 2 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.