ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს ონლაინ-ჩემპიონატი მოიგო

ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - ნია დონღვანმა, რომელმაც 7 ქულა მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. ქართველი მოჭადრაკე კატო ფიფია 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია, ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

„დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი“ – ქართველი მოჭადრაკე ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებს

ცხრა ჩატარებულ ტურში ფიფიამ რვა ქულა დააგროვა, შვიდი გამარჯვება მოიპოვა და ორ ყაიმს დასჯერდა.

აღსანიშნავია, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - ნია დონღვანმა, რომელმაც 7 ქულა დააგროვა. ქულათა იგივე რაოდენობა მოიპოვა ანაჰიტა ზაჰედიფარმა, მაგრამ ირანელი მოჭადრაკე ვერცხლის პრიზიორი დამატებითი მაჩვენებლებით გახდა.

კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკემ - დიანა ლომაიამ შემაჯამებელ ოქმში ხუთი ქულით მე-12 ადგილი დაიკავა.