ქურდობა ბეთუმში: სახლის პატრონმა ბოროტმოქმედს წინააღმდეგობა გაუწია

სახლის მეპატრონემ უცნობისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა მას თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამთენიისას უცნობი პირი სავარაუდოდ სახლის გასაქურდად შეიპარა, იუწყება საქართველოს პირველი არხი.

ინკასატორის დაყაჩაღება: ქობულეთში ძარცვის ფაქტი გახსნილია

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახლის მეპატრონემ, 51 წლის მამაკაცმა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის შემდეგაც უცნობმა მას თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, მას სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, თავის ტვინი კი დაზიანებული არ არის. 

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით საშუალო სიმძიმისაა.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა წაღებული თანხა. ასევე უცნობია, დააკავეს თუ არა ქურდი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.