თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა და აშშ-ის კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა გულის სარქვლის შეცვლის ოპერაცია გადაიტანა.
ოპერაცია კლივლენდის კლინიკაში ჩატარდა. 73 წლის მსახიობის თქმით, ის თავს „ფანტასტიკურად“ გრძნობს.
„კლივლენდის კლინიკის გუნდის წყალობით მე მაქვს აორტის ახალი სარქველი, ახალ ფილტვის სარქველთან ერთად, რომელიც წინა ოპერაციიდან მაქვს. თავს ვგრძნობ ფანტასტიკურად და უკვე ვსეირნობ კლივლენდის ქუჩებში, სადაც თქვენი შესანიშნავი ქანდაკებებით ვტკბები“, - დაწერა შვარცენეგერმა Twitter-ში.
მსახიობმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ექიმსა და ექთანს, რომლებიც მასთან მუშაობდნენ.