მსოფლიო დღეს

15 წლის განმავლობაში კომაში მყოფმა პაციენტმა ხელი გაანძრია – ვიდეო

ახალგაზრდა მამაკაცი თხუთმეტი წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და მას შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც უკვე 15 წელია კომაშია, ხელი განძრია და ინტერნეტ-სენსაციად იქცა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ვალიდ ბელ ჰალიდ ალ-საუდს ექიმმა გადაუღო ვიდეო და Twitter-ზე გამოაქვეყნა. კადრებში ისმის ექიმის ხმა, რომელიც პრინცს ჯერ თითების განძრევას, შემდეგ კი ხელის მაღლა აწევას სთხოვს და კომაში მყოფიც ემორჩილება მის თხოვნას.

​პრინცი ალ-ვალიდი 2005 წლის იანვარში ავტოავარიაში მოყვა და მას შემდეგ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. მართალია, ექიმებმა ავარიის შემდეგ მას ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, მაგრამ მისი მამა ჯალედ ბენ თალალი შვილის გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავდა და მკურნალობა არ შეუწყვეტია.

გამძვინვარებული მამის „მცირე ომი“ სპეცრაზმთან შვილის სიცოცხლის გადასარჩენად>>

დაახლოებით ხუთი წლის წინ პრინცი საავადმყოფოდან სახლში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობენ კიდეც ექიმები. ერთი წლის წინ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 42 წლის პრინცმა ალ-ვალიდმა ხმაზე რეაგირება დაიწყო.