მძევლების გათავისუფლება ზუგდიდში: ასეთი ფოტოები ჯერ არ გინახავთ

Sputnik

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა შვიდი საათის განმავლობაში ათობით ადამიანი დაატყვევა. თავდასხმის მომენტში ბანკში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა შენობიდან გამოქცევა მოახერხა. რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 20 ადამიანს თავდამსხმელთან ერთად მოუწია ბანკის შენობაში ყოფნამ.

სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა – ყველა მძევალი თავისუფალია, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა ბოროტმოქმედს მიუტანეს მოთხოვნილი თანხა – 500 ათასი დოლარი და შენობის დატოვების საშუალება მისცეს. ახლა ის ძებნაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შტურმის ჩატარების შემთხვევაში მძევლების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

1 / 15
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედის შეჭრის შემდეგ, ადგილზე ოპერატიულად მივიდა სპეცრაზმი
2 / 15
სნაიპერები მზად იყვნენ შენობის შტურმისათვის და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ
3 / 15
ასევე სპეცრაზმის ქვედანაყოფები იდგნენ შენობასთანაც, რომლებიც შესვლისათვის მზად იყვნენ
4 / 15
ზუგდიდის ცენტრში გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკა
5 / 15
აუცილებლობის შემთხვევაში შტურმისათვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო
6 / 15
თუმცა მოლაპარაკებების განმავლობაში შესაძლებელი გახდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება
7 / 15
ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შს სამინისტრომ თავი შეიკავა მწვავე ზომების მიღებისგან
8 / 15
ბანკის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. ეს თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა
9 / 15
სამართალდამცავები, უსაფრთხოების მიზნით, არავის უშვებდნენ ბანკის მიმდებარედ
10 / 15
თავდასხმის მომენტში ბანკში 43 ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილმა მოასწრო გამოქცევა, ნაწილი თავად ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა მოლაპარაკებების შემდეგ
11 / 15
მძარცველთან მოლარაპაკებებს პირადად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აწარმოებდა, ხოლო სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ გალდავამ თავი რამდენიმე მძევალზე გაცვალა
12 / 15
შესაძლებელი იყო შენობის შტურმით აღებაც, თუმცა ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, ბანკის შენობაში ადამიანები დაიხოცებოდნენ
13 / 15
სოციალურ ქსელებში კამათობენ თემაზე, საიჭორ იყო თუ არა დამნაშავესთან მოლაპარაკებები
14 / 15
თუმცა შედეგი სახეზეა - არცერთი მძევალი არ დაშავებულა და ყველა მათგანი თავისუფალია
15 / 15
საგანგებო სიტუაცია განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში შს სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მოსახლეობის წინაშეც - ზუგდიდის ცენტრში თავი მოიყარეს მძევლების ახლობლებმა, რომლებიც სპეცოპერაციის დასრულებას და მძევლების გათავისუფლებას ელოდებოდნენ