ზუგდიდში თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი კიდევ ორი პირი გაათავისუფლა

მანამდე თავდამსხმელმა ეტაპობრივად ხუთი მძევალი გაათავისუფლა. საპოლიციო მოქმედებებს ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა.

ამ დროისათვის ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც უშუალოდ არის ჩართული საპოლიციო მოქმედებებში.

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა

მანამდე თავდამსხმელმა ეტაპობრივად ხუთი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის ორსული ქალი.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.