შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში: მძევლებს შორის ქალაქის მერის ოჯახის წევრია

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, სადაც თავდასხმა მოხდა, მძევლებს შორის ქალაქის მერის ოჯახის წევრია. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" შენობიდან თავდამსხმელმა რამდენიმე პირი გაათავისუფლა

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენსა და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს მოითხოვს და ამ მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათს იძლევა.

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.