13 წლის ილია ფილფანის ბაბუაც გაუჩინარდა – ტრაგედიის დეტალები

სოფელ ლენჯერში ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ივლისში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის 61 წლის ბაბუა ასევე წლების წინ უკვალოდ გაუჩინარდა. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

არ მოიძებნა – ილია ფილფანის დედამ Facebook-ით გავრცელებული ინფორმაცია უარყო

ილია ფილფანის მამის დავით ფილფანის თქმით, 2001 წელს მამამისი მისი დის ქორწილში ფოთში დილის 7 საათზე წავიდა და მას მერე არავის უნახავს.

კაცი ამბობს, რომ მამის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ არსებობს. ნათესავები ამბობენ, რომ ამნეზია დაემართა, გზა დაავიწყდა და სახლს ვეღარ მიაგნო.

13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. ოჯახმა კი განაცხადა, რომ დაკარგულ შვილზე მიწოდებულ ინფორმაციში ჯილდოს სახით 50 ათას ლარს გადაიხდის.

სოფელ ლენჯერში ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.