კახეთში რთველის სეზონი სრულდება: რამდენი ყურძენი დაიკრიფა?

კორონავირუსის პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა რთველს, თუმცა ძლიერ დაზარალა ღვინის ტურიზმის სეგმენტი საქართველოში
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი დასასრულს უახლოვდება, ზოგიერთმა ღვინის კომპანიამ რთველის დასრულება საგანგებო ღონისძიებებით აღნიშნა.

რთველს კორონავირუსის არ ეშინია: კახეთში ყურძნის დიდი მოსავალი მიიღეს – ფოტო >>

ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში ამ მომენტისთვის უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა 270 ათასი ტონა ყურძენი.

„კორონავირუსის პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა რთველს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია აღვნიშნო, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ყველა გეგმა ჩვენი შევასრულეთ“, - განაცხადა Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში ღვინის კომპანია „შუმის“ დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა.
რაჭაში რთველი აქტიურად მიმდინარეობს – უკვე გადამუშავდა 1400 ტონამდე ყურძენი

თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ძლიერ დააზარალა საქართველოში ღვინის ტურიზმის სეგმენტი, აღნიშნა მან.

„ასე თუ ისე, რთველის დროს, სექტემბერში, საბედნიეროდ, შეინიშნებოდა სტუმრების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებამ ბოლო დღეებში კვლავ დიდი გავლენა იქონია ჩვენს მუშაობაზე, კვლავ ვხედავთ სტუმრების რაოდენობის კლებას“, - აღნიშნა ცოფურაშვილმა.

კახეთში რთველის სეზონი სრულდება: რამდენი ყურძენი დაიკრიფა?

კახეთში მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა.

კახეთში რთველის სეზონი სრულდება: რამდენი ყურძენი დაიკრიფა?

სუბსიდიებს იღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც არანაკლებ ათას ტონა ამ ჯიშის ყურძენს ყიდულობენ და გადაამუშავებენ. ამასთან, ღვინის ქარხნებს დაუწესეს ფიქსირებული გადასახდელი ფასი - არანაკლებ 80 თეთრი ერთ კილოგრამ ყურძენზე. სახელმწიფო სუბსიდია თითო კილოგრამზე 30 თეთრია.

კახეთში რთველის სეზონი სრულდება: რამდენი ყურძენი დაიკრიფა?

რთველი ამ მომენტისთვის აქტიურ ფაზაშია რაჭის რეგიონში. იქ უპრეცედენტოდ მაღალ - 2,5 ათასამდე ტონა უნიკალური ჯიშების - „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ მოსავალს ელოდებიან. ეს ჯიშები მხოლოდ ამ ადგილებში მოდის და მათგან საუკეთესო ქართული ღვინო ხვანჭკარა მზადდება.