პოლიცია მეტროს მგზავრების შემოწმებას აგრძელებს: დაიცავით კოვიდუსაფრთხოების წესები!

პოლიციის თანამშრომლები თბილისის მეტროპოლიტენში პირბადეების ტარების წესების და დისტანციური რეჟიმის დაცვას აკონტროლებს
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, COVID-19 -ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

გამყრელიძე: ქვეყანაში მასშტაბური არა, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

მეტროს სადგურებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებულია ინსპექტორები, რომლებიც პირბადეების ტარებას და წესების დაცვას აკონტროლებენ.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ და მეტროს შიდა ტერიტორიასაც აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს, ნათქვამია განცხადებაში.