საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი თამაშებს ექვსი კვირით გამოეთიშა

ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო უეფას ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართა
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს სერიოზული ტრავმაა აქვს მიღებული და ის დაახლოებით ექვს კვირას გააცდენს, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე.

ვაისი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე: „ბედნიერი ვერ ვიქნები! გუნდს მეტის გატანა შეეძლო“

სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ფეხბურთელს დაუდგინდა ბარძაყის კუნთის დაზიანება. წინასწარი ინფორმაციით, სრულ აღდგენას თითქმის თვენახევარი დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება.

კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო უეფას ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც 14 ოქტომბერს სკოპიეში გაიმართა. ნახევარმცველი შეხვედრის მეშვიდე წუთზე შეცვალეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 24 კიტეიშვილმა ჩაატარა 18 მატჩი, რა დროსაც ორი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.