COVID-19 - ბოლო ცნობები

ინდოეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის კვლევას ჩაატარებს

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა გადის გამოცდას, მათი შემუშავების პროცესში ქვეყანა ხუთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობს
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა და ფარმაცევტულმა კომპანია Dr. Reddy's-მა ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის კლინიკური კვლევების მეორე-მესამე ფაზების ჩატარებაზე სამკურნალო საშუალებების გენერალური მაკონტროლებლის (DCGI) ნებართვა მიიღო. ამის შესახებ РИА Новости წერს.

კომპანიები პარტნიორობაზე სექტემბერში შეთანხმდნენ. შეთანხმებების ფარგლებში ადგილობრივი რეგულატორის ნებართვის მოპოვების შემდეგ რუსული ფონდი Dr. Reddy's-თვის ვაქცინის 100 მილიონი დოზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„ეპივაკკორონა“: რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინა დარეგისტრირდა

„ქვეყანაში განხორციელდება მრავალცენტრული, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები, რომლებიც მოიცავს ცდებს უსაფრთხოებასა და იმუნოგენურობაზე“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

აგვისტოში გამალეის ცენტრის წარმოების ვაქცინამ Спутник V რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოწმობა მოიპოვა და გახდა პირველი რეგისტრირებული ვაქცინა მსოფლიოში, რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების ბაზაზე შეიქმნა. პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდი პარტნიორებთან ერთად ატარებს კლინიკურ ცდებს ბელარუსში, გაერთიანებულ საამიროებში და ვენესუელაში.

ინდოეთში ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინის ცდები მიმდინარეობს. კომპანიები Bharat Biotech და Zydus Cadila პრეპარატების Covaxin და ZycovD კვლევების მეორე ფაზას ატარებენ. ინდოეთის „შრატის ინსტიტუტი“ 17 სამედიცინო ცენტრში ატარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა ChAdOx1-ის კვლევების მეორე ფაზას და მესამისთვის ემზადება. მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 1,6 ათასი ადამიანი მიიღებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესში ინდოეთის „შრატის ინსტიტუტი“ თანამშრომლობს ხუთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან, მათ შორის AstraZeneca და Novavax-თან.

ინდოეთი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა 7,3 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 112 ათასი ადამიანი, მკურნალობის კურსს 826 ათასი ადამიანი გადის, გამოჯანმრთელდა 6,3 მილიონზე მეტი პაციენტი.