მსოფლიო დღეს

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის მორიგი მსხვილი საბადო იპოვა

აგვისტოში თურქეთი აცხადებდა, რომ შავ ზღვაში დაახლოებით 320 მილირდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის საბადო აღმოაჩინა
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთმა კვლავ აღმოაჩინა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგები, ამჯერად მისი პირობითი მოცულობა 85 მილიარდი კუბური მეტრით ფასდება, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საბურღი ჰომალდ Fatih-ის მონახულების შემდეგ. ამის შესახებ РИА Новости იტყობინება.

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის მდიდარი საბადო აღმოაჩინა

აგვისტოში ერდოღანი აცხადებდა, რომ თურქულმა საბურღმა ხომალდმა Fatih–მა შავ ზღვაში გაზის ახალი მდიდარი საბადო იპოვა, რომლის პირობითი მოცულობა 320 მლრდ კუბური მეტრია. ეს ქვეყნის ისტორიაში ცისფერი საწვავის უდიდესი  საბადოა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, აგვისტოს აღმოჩენის შემდეგ ხომალდმა მუშაობა განაგრძო. მისი თქმით, ახალი საბადოს საერთო მოცულობა 405 მილიარდ კუბურ მეტრს შედგენს.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ანკარა ამ მარაგებიდან გაზის მოპოვებას 2023 წელს დაიწყებს.