COVID-19 - ბოლო ცნობები

პოლონეთის ტერიტორია ფერად ზონებად გაიყო

ამჟამად ქვეყნის ტერიტორია კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მიხედვით იყოფა წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. პოლონეთის ნახევარი, ვარშავის ჩათვლით, COVID-19-ის მიხედვით „წითელ ზონაში“ მოხვდა, განაცხადა რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნედელსკიმ, იუწყება Sputnik ბელარუსი.

ამჟამად ქვეყნის ტერიტორია კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მიხედვით იყოფა წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად. ამაზეა დამოკიდებული, რა შეზღუდვები დაწესდება ამა თუ იმ რეგიონში.

არანაირი მეორე ტალღა არ გვაქვს: ჯანმოს წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

„წითელ ზონაში 152 პოვიატია, ანუ პოლონეთის ნახევარი“, - განაცხადა ნედელსკიმ.

მან ასევე დააზუსტა, რომ ამ ზონაში აგრეთვე მოხვდნენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ვარშავა, ბელოსტოკი, კრაკოვი, ჟეშუვი, ლუბლინი და გდანსკი.

„წითელ“ და „ყვითელ“ ზონებში ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა არის პირბადეების ტარება, მათ შორის ღია სივრცეში, სასწავლო დაწესებულებების მუშაობის დისტანციური და შერეული რეჟიმი, კვების ობიექტების ფუნქციონირების მკაცრი განრიგი. გარდა ამისა, „წითელ ზონაში“ აკრძალულია ქორწილების აღნიშვნა.