მსოფლიო დღეს

ოთხივე ნაკლებეფექტურია: ჯანმო COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატებს აფასებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების დასკვნა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების შესახებ ჯერჯერობით არ არის რეცენზირებული.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. „რემდესივირი“, „ჰიდროქსიქლოროქინი“, „ლოპინავირი“ და „ინტერფერონი“, რომლებითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას ცდილობენ, თითქმის არ ამცირებს სიკვდილიანობის რისკს, აცხადებს გამოცემა Financial Times ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

არანაირი მეორე ტალღა არ გვაქვს: ჯანმოს წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

ამასთან, ჯანმოში აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილი პრეპარატები ასევე ვერ ამცირებს ფილტვების ხელოვნული ვენტილაციის აპარატებზე მიერთებული პაციენტების რაოდენობას.

ჯანმოს ექსპერტებმა მსგავსი დასკვნა მას შემდეგ გააკეთეს, რაც COVID-19-ით დაავადებული 11 266 ჰოსპიტალიზებული პაციენტის მკურნალობის შესახებ მონაცემები შეისწავლეს.

აღსანიშნავია, რომ მათი კვლევა ჯერჯერობით არ არის რეცენზირებული.

ჯანმოს მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38,4 მილიონ კაცს აღწევს. აქედან გარდაიცვალა მილიონზე მეტი პაციენტი.