შორენა ბეგაშვილი თავის გადაცემაში „შორენას ეფექტი” თავის ისტორიას ჰყვება. აღმოჩნდა, რომ როდესაც ბეგაშვილი 13 წლის იყო, ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს, თუმცა მან სახლიდან გაპარვა შეძლო და თავის ოჯახს დაუბრუნდა.
„ის კაცი ჩემზე 11 წლით უფროსი იყო. კახეთის ერთ-ერთ სოფელში წამიყვანეს. იმ ღამეს, როცა დიასახლისმა ჩემი ასაკი გაიგო, ჩემთან დაწვა. ცოლის მოყვანა აღნიშნული იყო, სუფრა კი გაშლილი. გამთენიისას სიცივემ გამაღვიძა, კარი ჩუმად გავაღე და გამოვიპარე. ღობეზე გადავძვერი, სოფელი თვალის დახამხამებაში დავტოვე. სანამ ავტობუსი ჩამოივლიდა, ბენზინგასამართ სადგურზე მაგიდის ქვეშ დამმალეს. მე, 13 წლის ბავშვმა უარი ვთქვი 24 წლის კაცის ცოლობაზე“, – ამბობს შორენა ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე კვირაა საკუთარი გადაცემა დაიწყო. ყველა გადაცემაში ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარ ისტორიებს ჰყვება. ასე გაიგო ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ, რატომ დაშორდა ბიზნესმენ მეუღლეს ირაკლი ნანაძეს და ვინ არის მისი ახლანდელი რჩეული, რომელთანაც ის თავს არაჩეულებრივად გრძნობს.