აჭარის ერთ-ერთ კოვიდ–სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

ინფორმაცია ქალის გარდაცვალების თაობაზე ბათუში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაადასტურა.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კოვიდ–სასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა.

„ეს იყო უეცარი სიკვდილი. გუშინ, ღამით მას ესაუბრნენ ოჯახის წევრები, ექიმები. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა თრომბულ გართულებას“, – განაცხადა ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. ბოლო 24 საათში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 919 ინფიცირებული. გუშინ ეს მაჩვენებელი 680 იყო.

15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 14440-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.