COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში: შემთხვევები რეგიონების მიხედვით

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან თბილისში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – დედაქალაქში ინფიცირებულებს 366 ადამიანი შეემატა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

COVID-19 საქართველოში: ამდენი ჯერ არ ყოფილა – ახალი მონაცემები

ბოლო პერიოდში თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება – გუშინ 297 შემთხვევა იყო დადასტურებული.

რეგიონების მიხედვით დღის მაჩვენებელი ასეთია:

– აჭარა - 286

– იმერეთი - 104

– სამეგრელო-ზემო სვანეთი - 57

– ქვემო ქართლი - 44

– შიდა ქართლი - 21

– კახეთი და გურია - 13-13

– მცხეთა-მთიანეთი - 11

– სამცხე-ჯავახეთი - 3

– რაჭა-ლეჩხუმი - 1

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14440 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 7367-ს შეადგენს. გარდაიცვალა 113 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5721 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.