თბილისში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან თბილისში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – აქ ინფიცირებულებს 297 ადამიანი შეემატა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

ბოლო პერიოდში თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება – გუშინ 168 იყო, დღეს კი გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებმა თითქმის 300-ს მიაღწია.

რეგიონების მიხედვით დღის მაჩვენებელი ასეთია:

– აჭარა - 189

– იმერეთი - 150

– შიდა ქართლი - 12

– ქვემო ქართლი - 11

– მცხეთა-მთიანეთი - 9

– გურია - 6

– სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3

– კახეთი - 2

– სამცხე-ჯავახეთი - 1

როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვლილ შვიდივე პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა>>>

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13521 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 7157-ს შეადგენს. გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.