თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს 14 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 1 400 ტონამდე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთულია“ გადამუშავებული.
უწყების ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.
ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და თვითონ ქალაქ ამბროლაურშია გახსნილი.
წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
რაც შეეხება კახეთს, აქ რთველი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელი მონაცემებით, გადამუშავებულია 267 ათას ტონამდე ყურძენი.