თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 292 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 680-ით გაიზარდა და 13521-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.