თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ სლოვენიის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის (Animateka) საკონკურსო პროგრამაში შევიდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
Animateka – ერთკვირიანი ფესტივალია, რომელიც სლოვენიაში ყოველწლიურად იმართება. ჩვენებები ძირითადად ორიენტირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან წარდგენილ მოკლემეტრაჟიან კინოპროდუქციაზე.
ფესტივალი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის მულტიპლიკაციური ფილმები იქნება წარმოდგენილი, 30 ნოემბერს გაიხსნება და 6 დეკემბერს დასრულდება.
ქართული ანიმაციური ფილმი „მივიწყებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნულ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია. საპროდიუსერო კომპანია – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი მარიამ კაპანაძეა.