COVID-19 - ბოლო ცნობები

არანაირი მეორე ტალღა არ გვაქვს: ჯანმოს წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

COVID-19-ით კრიტიკულად მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია დაავადებული, რის გამოც ბევრი ვერ აცნობიერებს კორონავირუსის რეალურ საშიშროებას.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის სახეობები და ფორმები აჩვენებს, რომ საქმე COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან ჯერჯერობით არ გვაქვს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციის საგანგებო ვითარებათა საკითხების რეგიონულმა დირექტორმა დორიტ ნიცანმა პანდემიისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

თავისუფალი ცირკულაცია თუ ვაქცინაცია: ჯანმოს ახალი კომენტარი „კოლექტიურ იმუნიტეტზე“
„არანაირი მეორე ტალღა არ არის. არსებობს ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც მაჩვენებელი მცირდება“, — აღნიშნა დორიტ ნიცანმა.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5% დაავადდა კრიტიკულად, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ კორონავირუსით ინფიცირება რეალურად ძალიან საშიშია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 37 109 851 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 1 070 355 გარდაიცვალა.