სვანეთში ტყე იწვის – ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

ამ დროისათვის ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიზთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „112“.

„112“-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით ორი საათის წინ შევიდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი.

„ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.