დღეს უკვე მეორე – საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გუშინ გარდაცვლილ ექვს პაციენტს დღეს ორი დაემატა. მათ თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. ლეტალობის ფაქტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში, კერძოდ, აჭარის რეგიონში დღეს კიდევ ერთი პაციენტი, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გუშინ გარდაცვლილ ექვს პაციენტს დღეს კიდევ ორი დაემატა. შესაბამისად, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 93 შეადგინა. ბოლოს გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რა თანმდევი დავადებები აღენიშნებოდათ გარდაცვლილებს

დღეს გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცი ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის ქრონიკული უკმარისობა.

„კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა ორმხრივი ბრონქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში სულ 47 ინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.