თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. არასრულწლოვანმა ბიჭუნამ სასკოლო ავტობუსი გაიტაცა და ნახევარი საათის განმავლობაში ადევნინა თავი პოლიციას, იუწყება ტელეარხი WBRZ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლუიზიანას შტატის (აშშ) ქალაქ ბატონ-რუჟში მოხდა.
როგორც ირკვევა, 11 წლის ბიჭი ავტობუსში ჩუმად აიპარა, დაქოქა და გაიქცა. პოლიცია დაედევნა პატარა გამტაცებელს, მაგრამ სანამ ის დაახლოებით 30 წუთის შემედგ თავისით არ შეეჯახა ჯერ გაზსადენს, მერე კი ხეს, მისი გაჩერება ვერ მოახერხეს.
პოლიციელებმა მცირეწლოვანი კანონდამრღვევი ავტობუსიდან ჩამოაბრძანეს და ხელბორკილები დაადეს, მერე კი არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
ბიჭს რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ავტომობილის გატაცების გარდა, სამართალდამცველები მას დამამძიმებელ გარემოებაში ძალადობის ფაქტზეც ედავებიან. პოლიციაში განმარტეს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მცირეწლოვანი დამნაშავე „განზრახ ცდილობდა სატრანსპორტო საშუალებით დაჯახებას“.
მეორე ტელეარხი WAFB9 აკონკრეტებს, რომ ნახევარსაათიან დევნაში, რა დროსაც გამტაცებელმა და სამართალდამცველებმა ქალაქის რამდენიმე რაიონის გავლა მოასწრეს, ათობით პოლიციელი მონაწილეობდა.