თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლაში პედაგოგს „კოვიდ-19“დაუდასტურდა, - იუწყება საქართველოს პირველი არხი.
სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და სწავლება ონლაინრეჟიმზე გადავიდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევიდან 117 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება.
დღესვე ახალი კორონავირუსი თბილისში 133-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლესაც გამოუვლინდა, 29 მოსწავლე და 10 მასწავლებელი, რომლებსაც ინფიცირებულ ბავშვთან ჰქონდათ კონტაქტი, თვითიზოლაციაში არიან გადასულები.
რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე თბილისის 32–ე სკოლის 900 მოსწავლე და 30 პედაგოგი. ამის მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე კლასის მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული 11794 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 6327, გარდაიცვალა 85 პაციენტი.