ხვალ ვერ გავიხსნებით: თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი განცხადებას ავრცელებს

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ბაღების გახსნა 12 ოქტომბრამდე გადადო
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი 12 ოქტომბერს აღსაზრდელებს არ მიიღებს, რის თაობაზეც სკოლამდელი დაწესებულებები სოციალურ ქსელში წერენ.

ზუგდიდში საბავშვო ბაღის ძიძას კორონავირუსი დაუდგინდა

კერძოდ, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, მეორე თანამშრომლის შვილი კი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ბაღის გახსნა მათი ტესტის პასუხამდე არ იგეგმება.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს თბილისის 34-ე საბავშვო ბაგა-ბაღიც, რომლის თანამშრომელიც ასევე კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.

გარდა ამისა, სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი გადაიდო თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.

ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განცხადება არ გაკეთებულა.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო, ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.