თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე – ფასი 42,34%-ით გაიზარდა, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების ხუთეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა. ამასთან, ოქრო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორისაც ხვდება.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი ექსპორტი 30.7%-ით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 8 თვეში საქართველოდან 59,581 მლნ აშშ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 45,595 მლნ დოლარი იყო.