სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე მოსკოვში არიან

აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავარი დიპლომატები მოსკოვში ყარაბაღის საკითხზე კონსულტაციების გასამართად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიწვია.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით კონსულტაციებზე მოსკოვში ჩაფრინდნენ, იუწყება РИА Новости სერვისზე Flight Radar დაყრდნობით.

ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის დედაქალაქში პარასკევს, დღისით ჩავიდნენ.

ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის მოვლენები შეაფასა>>

უფრო ადრე კრემლის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებზე მიიწვია. მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ და ერევანმა კონსულტაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.

ბაქო და ერევანი დათანხმდნენ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების მოსკოვში გამართვის თაობაზე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.