თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკში პარტია „კანონი და სამართლიანობასთან“ ერთად მიდის, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების საკუთარი პროგრამა წარმოადგინა.
ბანკირები ძალაუფლებისკენ მიიწევენ: „ლელო“ როგორც ამოუცნობი მოთამაშე არჩევნებზე>>
პარტიის პროგრამა ამომრჩევლისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კონკრეტულ დაპირებებს ეფუძნება.
„Sputnik–საქართველო“ პროგრამის მოკლე თეზისებს გთავაზობთ.
ეკონომიკა
- 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა
- ცხრა ახალი ინდუსტრიული პარკი
- სამი IT–ქალაქი
- 3 ათასი ახალი სასტუმრო
- საბანკო პროცენტების განახევრება
- ანტიმონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა
- ერთ მილიონ ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე ბიზნესის დღგ-სგან გათავისუფლება.
ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- პენსიონერებისთვის კრედიტებზე პროცენტების ჩამოწერა
- წამლებზე ფასების 30%-ით შემცირება
- ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ფარმაცევტული ბაზრისთვის
- ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
დემოკრატია
- დამოუკიდებელი სასამართლო
- ქართულ სასამართლოებში მოსამართლეების აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან დანიშვნა
- პოლიციელების ხელფასის მომატება 500 ლარით
გაეცანით ასევე: რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>
„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>