„საუკუნის მატჩი“: საქართველომ ბელარუსი დაამარცხა და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა

დღეს „დინამო არენაზე“ გაირკვა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ფინალისტი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაში საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამრცხა და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა.

„საუკუნის მატჩი“: საქართველომ ბელარუსი დაამარცხა და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე პენალტიდან თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად ყველა კომპონენტში ჯობნიდა თავის მეტოქეს. აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ბელარუსის ფეხბურთელებმა გიორგი ლორიას კარში ვერცერთხელ ვერ დაარტყეს.

„საუკუნის მატჩი“: საქართველომ ბელარუსი დაამარცხა და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა

ტურნირის ფინალში, რომელიც ასევე თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონია - კოსოვის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. 

ფინალის გამარჯვებული მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

„საუკუნის მატჩი“: საქართველომ ბელარუსი დაამარცხა და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა

მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა - საქართველოს ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ათასობით ქომაგი ერთ სივრცეში განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური რისკი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა 1:0 ანგარიშით მოიგო და ახლა უეფას ერთა ლიგის ფინალი თბილისში გაიმართება!

Sputnik-საქართველოს და Sputnik-ბელარუსს ონლაინ-ტრანსლაციები მიჰყავდათ - უყურეთ დეტალურად, როგორ ჩაიარა მატჩმა.