ყვითელი ამბები

„პარლამენტი ჩემი გასართობი კაცებით გადაივსო, ნაკლები მეკადრებოდა?!“ – იუნა შაფათავა

ცნობილი ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ამერიკაში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში თანამემამულეებს მიმართავს.

მისი თქმით, თუ რამე გაუჭირდება ვინმეს, შეუძლია მისი სახელით რომელიმე დეპუტატს მიადგეს და უთხრას, რომ იუნა შაფათავას ახლობელია, რადგან აღმოჩნდა, რომ მომავალი პარლამენტი ძირითადად მისი „ყოფილი გასართობი ბიჭებით იქნება გადავსებული“.

ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში და ვინ დატოვებს პარლამენტს ვადაზე ადრე

„ვკითხულობ სიას და წარსულის მოგონებებზე მეღიმება, წარსულიც ასეთი უნდა ჰქონდეს ქალს. აბა რააა! ნაკლები მეკადრებოდა? სულ მჯეროდა თქვენი! მაგრამ ვაი, რომ ჩემი „რეპუტაცია“ „რთულია“ და თქვენი ყველასი – „უზადოა“. მართლა ძალიან გამიხარდა და იმედია ხალხს მოუსმენთ და კეთილსინდისიერად ემსახურებით სამშობლოს!“ – წერს შაფათავა.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.