თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. გერმანიამ საქართველო, რუმინეთი, იორდანია და ტუნისი მომატებული რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა, იუწყება სააგენტო Reuters.
ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა გერმანიაში ჩასვლისას კარანტინი უნდა გაიარონ.
მაღალრისკიანი ქვეყნების ჩამონათვალი რობერტ კოხის ინსტიტუტმა განაახლა. ამ სიაში ასევე შევიდნენ ნიდერლანდები, ბულგარეთი, ხორვატია, ლიეტუვა, სლოვაკეთი და უნგრეთი. ამავე დროს, სიიდან ამოღებულია საფრანგეთის კუნძული კორსიკა.
გერმანია ქვეყანას სარისკოდ აცხადებს იმ შემთხვევაში, თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა შვიდი დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 50-ს აჭარბებს.
საქართველოში ეპიდვითარების გაუარესება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 10 225 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5 553, გარდაიცვალა 66 პაციენტი.
გერმანიაში გამოვლინდა 311,1 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 9,6 ათასი ადამიანი.