თბილისში ავტობუსი ვერტმფრენს შეეჯახა

პოლიციამ დააფიქსირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მუხლით „მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც მსუბუქი დაზიანება გამოიწვია“
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში ერთმანეთს შეეჯახა ავტობუსი და სატვირთო, რომელსაც სამხედრო ვერტმფრენი გადაჰყავდა.

შეჯახების ფაქტი თავის Facebook-გვერდზე ატვირთა ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ.

ტელეარხ Formula TV-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავდა.

შსს-ში შეჯახების ფაქტი დაადასტურეს, პოლიციამ დააფიქსირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მუხლით „მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც მსუბუქი დაზიანება გამოიწვია“.