ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის მოვლენები შეაფასა

პრეზიდენტის თქმით, რუსეთში ამ დროისათვის 2 მილიონამდე აზერბაიჯანელი და 2 მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს, რომლებთანაც რუსეთის უამრავ მოქალაქეს მჭიდრო მეგობრობა და ნათესაობა აკავშირებს.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები — ეს ტრაგედიაა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმის პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთში ამ მოვლენების გამო ძალიან შფოთავენ.

ბაქო აცხადებს, რომ სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს რაკეტა ესროლა - ფოტოები
„ეს ტრაგედიაა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, იმიტომ რომ აზერბაიჯანიც, სომხეთიცა და მთიანი ყარაბაღიც — ეს ის ტერიტორიებია, რომლებზეც ჩვენთვის არაუცხო ადამიანები ცხოვრობენ“, — აღნიშნა პუტინმა ტელეარხ Россия 24-თან საუბრისას.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთში ამ დროისათვის 2 მილიონამდე აზერბაიჯანელი და 2 მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს, რომლებთანაც რუსეთის უამრავ მოქალაქეს მჭიდრო მეგობრობა და ნათესაობა აკავშირებს.  

ამასთან ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა მხარეებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ ცეცხლი მთიან ყარაბაღში.

  • „ადამიანები იღუპებიან, ორივე მხრიდან დიდი დანაკარგებია. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში ეს კონფლიქტი გადაიჭრება“, — თქვა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.