ოღონდ გაიმარჯვეთ: რუს რაგბისტებს ქართველების დამარცხებისთვის დიდი პრემია აღუთქვეს

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრა ევროპის ერთა თასზე თბილისში 1 ნოემბერს უნდა გაიმართოს
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელმა იგორ არტემიევმა ეროვნული ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს დიდი პემია აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებს დაამარცხებენ ევროპის ერთა თასის მატჩში, იუწყება გამოცემა Sport24.

რაგბი: საქართველო VS რუსეთი – ცნობილი გახდა მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი
„ხუმრობითაც და სერიოზულადაც ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პრემიას გთავაზობთ საქართველოს ნაკრებზე გამარჯვებისთვის. როგორც გახსოვთ, უკვე 25 წელზე მეტია, ვერ ვამარცხებთ ჩვენს პრინციპულ მოწინააღმდეგეს. ამ სეზონზე COVID-19–ის ისტორია მოხდა, მაგრამ ჩვენ მაინც საინტერესოდ ჩავატარეთ რუსეთის ჩემპიონატი. საქართველოში შეჯიბრებებთან დაკავშირებით სხვაგვარი ვითარება იყო. ამან შეიძლება გვიშველოს“, — უთხრა არტემიევმა გამოცემას.

ამასთან, რამდენია ეს „ძალიან დიდი პრემია“, არ კონკრეტდება.

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრა ევროპის ერთა თასზე თბილისში 1 ნოემბერს უნდა გაიმართოს. სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩს საქართველოს ნაკრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან „ბორჯღალოსნებმა“ ვადამდე მოიგეს ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და მეთორმეტედ ისტორიაში.

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებები სულ 23–ჯერ შეხვდენ. მატჩების საერთო ანგარიშია 579:269 — საქართველოს სასარგებლოდ.