თურქეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ბაქო შეტევას არ შეწყვეტს

მანადე  სომხეთი აცხადებდა, რომ ანკარამ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სირიელი დაქირავებულები და ტერორისტები შეიყვანა
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანი განაგრძობს მთიან ყარაბაღზე შეტევას, იუწყება РИА Новости.

„აზერბაიჯანმა უკვე გაათავისუფლა უმეტესი ტერიტორია. იმედი მაქვს, ის განაგრძობს ბრძოლას მანამ, სანამ ყარაბაღში ყველა თავის მიწას არ გაათავისუფლებს“, — განაცხადა მან.

თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლა კონიეში ერდოღანის Twitter–ით გადაიცემოდა.

„სომხეთი უნდა წავიდეს ყარაბაღიდან“: ერდოღანი თურქეთის პოზიციას ახმოვანებს

მანადე  სომხეთი აცხადებდა, რომ თურქეთი ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში არის ჩართული, და რომ ანკარამ კონფლიქტის ზონაში სირიელი დაქირავებულები და ტერორისტები შეიყვანა.

ბაქომ უარყო ერევნის განცხადება და აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის ძალების წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის განცხადება ასევე უარყვეს ანკარაშიც, თუმცა დაამატეს, რომ თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში აუცილებლად ჩაერთვება, თუ აზერბაიჯანს დახმარება დასჭირდება.