თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი და მამაკაცი, რომელსაც პედოფილიაში ედება ბრალი, დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
მანამდე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის ზაფხულში ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის მამაკაცმა ხუთი წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
მამაკაცს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.