ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

როგორ დავიცვათ თავი ენერგოვამპირებისგან: მარტივი რეკომენდაციები ცნობილი ფსიქოლოგისგან

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ენერგეტიკული ვამპირები ხშირად სხვა ადამიანის სასიცოცხლო ძალებს ისე იპარავენ, რომ ვერც კი აცნობიერებენ, თუ რას აკეთებენ.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ენერგოვამპირები არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ენერგიით იკვებებიან და მათთან ურთიერთობის შემდეგ რჩება სიცარიელის განცდა, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას ფსიქოლოგმა ნატალია ელმა, რომელმაც ჩამოთვალა მეთოდები, თუ როგორ არ უნდა გავხდეთ ენერგოვამპირის მსხვერპლი.

ნატალია ელი პრაქტიკოსი პედაგოგ-ფსიქოლოგი, ინდივიდუალური და ოჯახური ფსიქოლოგიის სპეციალისტია. 

ინგა ბლესი: ვინ არიან ენერგოვამპირები და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

ფსიქოლოგის განმარტებით, ენერგეტიკული ვამპირები ხშირად სხვა ადამიანის სასიცოცხლო ძალებს ისე იპარავენ, რომ ვერც კი აცნობიერებენ, თუ რას აკეთებენ. ზოგჯერ ეს ახლობლებს შორისაც ხდება. მაგალითად, ბავშვების კაპრიზები სწორედ „ვამპირიზმის“ შემთხვევაა და ამით აიხსნება ის, თუ რატომ გრძნობენ მშობლები ზოგჯერ დაღლილობას ბავშვებთან ურთიერთობის დროს.

თუმცა სხვა ადამიანის ხარჯზე საკუთარი თავის ენერგიით „დამუხტვა“ სრულიად უცხოებსაც შეუძლიათ.

„ხანდაზმული ადამიანები ხშირად აწყობენ სკანდალებს რიგებში თუ ტრანსპორტში და ცდილობენ სხვებიც ჩართონ კონფლიქტში. საპასუხო რეაქციის წყალობით ეს ადამიანები საკუთარ ენერგეტიკულ ფონს ავსებენ. თუ მათ პროვოკაციებზე წამოეგებით, იცოდეთ, რომ „ვამპირი“ სასურველს მიიღებს“, — აღნიშნა ნატალია ელმა.

ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ენერგოვამპირიზმის ფესვები ბავშვობაში უნდა ვეძებოთ.

„ბავშვები, რომლებიც გრძნობენ განდეგილობას, სიცივეს, გულგრილობას, ქვეცნობიერად იწყებენ შურისძიებას. ისინი დაჟინებით მოითხოვენ ყურადღებას, შეგნებულად სჩადიან ცუდ საქციელს. მათ იციან, რომ დაისჯებიან, მაგრამ მაინც თავისებურად იქცევიან“, — განმარტა ნატალია ელმა.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

მისი თქმით, ზრდასრული ენერგოვამპირები, როგორც წესი, ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად ეძებენ ვინმეს, ვისზეც თავიანთ ნეგატიურ ემოციებს გადაიტანენ.  

„ასეთ ადამიანებს ხშირად ვხვდებით. მათთან კომუნიკაციის სრულად აცილება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია კონტაქტები მაქსიმალურად შეიზღუდოს. მაგრამ თუ ასეთებთან ურთიერთობა მაინც გიწევთ, რეკომენდებულია სპეციალური ფსიქოლოგიური ტექნიკის გამოყენება“, — ამბობს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, ასეთ ადამიანს არ უნდა უყუროთ თვალებში. როდესაც ის რამეზე გელაპარაკებათ, ეცადეთ ყოველთვის კარგზე იფიქროთ. შეგიძლიათ ააგოთ ფსიქოლოგიური დაცვა: წარმოიდგინოთ საკუთარი თავი სარკის ყუთში, ან აგურის კედლის მიღმა.

გარდა ამისა, ნატალია ელის თქმით, ასეთი კონტაქტის შემდეგ კარგია ბუნებაში, პარკში სეირნობა, მცენარეული ჩაის მიღება, რათა „მოპარული“ ენერგია აღიდგინოთ.