თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) „როლან გაროსის“ „დიდი სლემის“ სერიიდან ტურნირის პირველივე წრეში წააგო.
პირველ რაუნდში 31-ე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა სამ სეტში წააგო ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროსთან – 5:7, 4:6, 2:6. მატჩი ორ საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის მთელი დროის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ვერ გააკეთა ვერც ერთი ბრეიკი, ხოლო თავისი ჩაწოდება ოთხჯერ წააგო. სულ ბასილაშვილმა 38 შეცდომა დაუშვა, მაშინ, როდესაც მონტეიროსთან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15 იყო.
ამ მარცხის გამო ბასილაშვილი სარეიტინგო ქულებს არ დაკარგავს, რადგან გასულ წელს მან „როლან გაროსზე“ გამოსვლა ასევე პირველ წრეში დაასრულა (წააგო არგენტინელ ხუან ლონდეროსთან).
საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, ბასილაშვილმა რვა მატჩი ისე წააგო, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.
შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაშის მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ვითარებაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.