მსოფლიო დღეს

იაპონია მთვარეზე საწვავის ქარხნის აშენებას გეგმავს: ცნობილია თარიღი

ქარხანა მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს განთავსდება, ზუსტად იქ, სადაც მეცნიერთა გათვლებით ყინულის დაგროვებები უნდა იყოს.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტო 2035 წლისთვის მთვარეზე ქარხნის აშენებას აპირებს, რომელიც წყალბადის საწვავის წარმოებით იქნება დაკავებული, იუწყება სააგენტო Kyodo.

NASA-მ მთვარემდე უმოკლესი გზა აღმოაჩინა: ახალი მარშრუტი დაპატენტებულია

გავრცელებული ინფორმაციით, საწარმო დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე იქნება განთავსებული. სავარაუდოდ, იქ არსებობს ყინულის დაგროვებები, საიდანაც სასმელ წყალს, ჟანგბადსა და წყალბადს მიიღებენ. მეცნიერთა აზრით, ამ უკანასკნელის საწვავის სახით გამოყენება შესაძლებელია როგორც თვით მთვარეზე, ისე კოსმოსურ სადგურებს შორის ფრენებისთვის.

„ასეთი ქარხნის შექმნით შესაძლებელი გახდება, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს დედამიწიდან საწვავის ტრანსპორტირების ხარჯები. გარდა ამისა, პროექტის წარმატებით განხორციელება მთვარისა და კოსმოსის ათვისების ტემპის დაჩქარებას შეუწყობს ხელს“, — მიიჩნევენ სააგენტოში.

გარდა ამისა, იაპონია გეგმავს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას ორბიტული კოსმოსური სადგურის Gateway-ს მშენებლობის პროექტში. ქვეყნები გაცვლიან მთვარის კვლევების შესახებ ინფორმაციას და ერთობლივად შეიმუშავებენ მოწყობილობას მისი შესწავლისა და ათვისებისთვის.