თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 (66%) აჭარას უკავშირდება, 43 (15%) კი თბილისს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: გურიაში - 16, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთში - 5, ქვემო ქართლში - 5, შიდა ქართლში – 4, კახეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში მკურნალობას 3 348 ადამიანი გადის, აქედან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17 მართვით სუნთქვაზეა.
რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 1 800-ზე მეტი კოვიდინფივირებულია რეგისტრირებული. მათგან 494 პაციენტი მკურნალობს რეგიონის რვა კლინიკაში. კოვიდსასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 949 პირი, ბინაზე კი 400-მდე ინფიცირებული მკურნალობს.
აჭარაში დღეს 32 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 87.
ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5674, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.