ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა

1 სექტემბრიდან ოჯახურ ტირანებთან ბრძოლა ახლებურად დაიწყო - მატ შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონულ სამაჯურებს უმაგრებენ
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 6 678 ადამიანი გახდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.

ცნობილ ქართველ მსახიობს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ

უწყების მონაცემებით, ოჯახური ტირანებისგან ყველაზე ხშირად ქალები ზარალდებიან. აღნიშნულ პერიოდში სულ 5 528 ქალი დაზარალდა.

დაზარალებულებს შორის 16 წლამდე ასაკის 300 ბავშვია. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობისგან გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო ხშირად ზარალდებიან.

რაც შეეხება ოჯახურ ტირანებს, იანვრიდან აგვისტომდე 6 385 ბოროტმოქმედი გამოავლინეს. მათი უმრავლესობა მამაკაცია, თუმცა არიან ქალებიც. ოჯახურ ძალადობაში 1 096 ქალია მხილებული.

ამასთან, თუ ტირანი-მამაკაცის ასაკი ძირითადად 25-44 წელია, ქალებს შორის ის 45 წლიდან იწყება. მსხვერპლებს შორის ყველაფერი პირიქითაა: ქალები ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად 25-44 ასაკში ხდებიან, მამაკაცები - 45 წელს ზემოდ.

იმავე სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლულია 11 ადამიანი, დაჭრილია - 16.