ვლადიმირ კორნილოვი
და მოვლენების განითარების კვალდაკვალ ირკვევა, რომ რუსეთი აღარ არის ყველა ამ ანტირუსული გამოხდომებისა და სანქციების ძირითადი სამიზნე.
თითქოს ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები რუსეთისა და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ძალიან მკაცრია (რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლასაც კი მოითხოვს), მაგრამ იმავე უწყების ტრიბუნიდან გამოსვლისას ევროკომისიის თავის ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფიციალურ სიტყვაში რუსეთი მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები. მაგრამ როგორ! ის პირდაპირ დაემუქრა „მათ, ვინც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს“. ანუ ეს უფრო მოსკოვისადმი კი არა, იმ სახელმწიფოებისა და, განსაკუთრებით, ევროკავშირის შიგნით არსებული იმ პოლიტიკური ჯგუფებისადმი მიმართვაა, რომლებიც კიდევ ბედავენ და იმედი აქვთ, რომ ბრიუსელი საგარეო პოლიტიკას უფრო ჯანსაღად მიუდგება. გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამით ევროპის ოპოზიციას აფრთხილებს, „თქვენზე მოვდივართო“.
ამასთან დასავლური პრესა მთელ ამ ვრცელ „სატახტო“ სიტყვაში რუსეთის ამ მოკლე მოხსენიებას გამოყოფს ძირითად გზავნილად და სათაურებშიც გამოაქვს: „ევროკაშირის ლიდერი რუსეთთან კავშირებზე გაფრთხილებას იძლევა“. ანუ ეს თეზისი ფართო წრეს უნდა მიეღო ცნობად და ყველა იმას გაეგონა, ვისაც ეს პრესა რეგულარულად აწებებს „კრემლის სასარგებლო იდიოტების“ იარლიყს.
არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ შიდა ოპოზიციისადმი დამოკიდებულების მკვეთრი გამკაცრება არის არა რეაქცია „ბერლინელი პაციენტის“ სკანდალზე (როგორც ამას ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი ირწმუნება), არამედ ეს უფრო მასობრივი პასუხია სკანდირებაზე „პუტინი! პუტინი!“, რომელიც ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ისმოდა. ეს ასევე არის შიში მართალი სიტყვის გაგონებისა, რომელიც, როგორც ირკვევა, გერმანიაში სულ უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობს.
ამ „პრობლემაზე“ ამ დღეებში პირდაპირ მიუთითა გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung:
„რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების გავლენა დიდია გერმანიაში, სადაც ნავალნის მოწამვლამ არერთი კამათი გამოიწვია. RT Deutsch-ის სტატიები, სახელმწიფო ტელევიზიის გერმანულენოვანი ქვედანაყოფი, წარმოუდგენლად პოპულარულია: ЕСВС-ს მონაცემების თანახმად, ის ახლა მეორე ადგილზეა გერმანიის სოციალურ ქსელებში ციტირებების მიხედვით“.
Süddeutsche Zeitung-ის ავტორებს არ შესწევთ უნარი, დაფიქრდნენ, რატომ ხდება ეს ან რატომ დაეცა ბოლო წლებში ასე მკვეთრად გერმანული გაზეთების პოლულარობა. მათი აზრით, რუსული მედიასაშუალებების მიზანი ევროპაში — ეს „ეჭვის დათესვაა“ ევროპული საზოგადოების მწყობრ რიგებში. საინტერესოა, როდიდან ფიქრობენ დასავლელი ჟურნალისტები, რომ ეჭვების არსებობა — ეს რაღაც ცუდი და საშინელია? თითქოს დემოკრატიული ევროპა ყოველთვის გმობდა (სიტყვიერად მაინც) ტოტალიტარიზმსა და ოფიციალურ ერთაზროვნებას. ახლა კი დასავლელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს გულწრფელად უკვირთ, რატომ ეძებენ მათი თანამემამულეები ადგილობრივი გაზეთებისა და სატელევიზიო არხების ჯანსაღ ალტერნატივას, როდესაც ცდილობენ, რაიმე აზრი დაიჭირონ „მოწამვლებისა“ და „ჩარევების“ შესახებ ინფორმაციებში. ადგილობრივი მედიით ხომ ყოველგვარი კრიტიკული მსჯელობის გარეშე ტრანსლირდება ზემოდან დაშვებული „ერთადერთი სწორი“ ვერსია.
ეს ეხება არა მარტო გერმანიას. ევროპის რომელი ქვეყანაც უნდა აიღო, იქ აუცილებლად წააწყდები დისკუასიას იმაზე, რატომ არის „პრორუსული“ თვალსაზრისი ასეთი პოპულარული არასისტემურ მედიასა და სოცქსელებში. ჩეხი ექსპერტი იან შირი ამას ჟურნალისტების „მოუმზადებლობით“ ხსნის. ისინი უბრალოდ „სწორად უნდა დააორიენტირო“: აიძულო, რომ დონბასელ ამბოხებულებს „სეპარატისტები“ კი არ ეძახონ, არამედ „რუსული არმია“ — და საჭირო შედეგსაც მაშინვე მივიღებთ. და ვისი რა საქმეა, რომ რუსული არმია ამ წლების განმავლობაში დონბასში არავის უნახავს. მთავარი ხომ მკითხველისთვის იმგვარი „გაუბუნდოვანებელი“ სურათის თავს მოხვევაა, რომელიც ეჭვებსა და ორმაგ განმარტებებს არ უშვებს. ამისათვის კი ჩეხური ტელევიზიების ეთერებში, შირის აზრით, მხოლოდ „სწორი“ ექსპერტების მოწვევაა საჭირო, რომლებიც თავს უფლებას არ აძლევენ, ეჭვი შეიტანონ „რუსული რეჟიმის მიერ ნავალნის მოწამვლით დაინტერესებაში და ასევე იმაშიც, რომ ეს „ნოვიჩოკის“ მეშვეობით მოხდა“.
უთუ შრი და მისი მსგავსი ექსპერტები ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ყველა გაზეთში მოძებნის ცნობას რუსი „ოკუპანტებისა“ თუ „მომწამვლელი პუტინის“ შესახებ, ადრე თუ გვიან შეეცდება, ამ სენსაციური „ფაქტების“ მტკიცებულებებიც მოძებნოს. და როდესაც გაზეთებში ვერაფერს იპოვის, აუცილებლად მიმართავს ალტერნატიულ წყაროებს. სწორედ ამით აიხსნება კიდეც ის, რომ რუსული მედიასაშუალებები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. ისინი საშუალებას იძლევა, სულ ცოტა, სხვადასხვა მხრიდან შეხედონ ამა თუ იმ პრობლემას და საკუთარი დასკვნებიც გააკეთონ. ამის ეშინიათ დასავლელ ექსპერტებს, რომლებიც შეპყრობილი არიან რუსეთთან ბრძოლითა და ევროპის შიგნით განსხვავებული აზრის წმენდით.
ასეთი შეპყრობილობის კიდევ ერთი ახალი მაგალითია ამ კვირაში გამართული ადგილობრივი არჩევნები იტალიის რამდენიმე რეგიონში. ოპოზიციური „ლიგის“ გამარჯვების პერსპექტივით დაშინებულმა მეინსტრიმულმა მედიამ ტრადიციულად „წითელ“ ტოსკანაში ისევ ააფრიალა ანტირუსული კარტი, გაიხსენეს რა უკვე ხავსმოკიდებული ისტორია „რუსეთიდან დაფინანსების“ შესახებ. მთავარი „მტკიცებულება“ — ელექტრონული ფირმის რომელიღაც მფლობელს, რომელიც ოდესღაც კავშირში იყო „ლიგასთან“, რუსი ცოლი ჰყავს... და რუსეთში ფულს ურიცხავდა მას.
„ლიგის“ ლიდერის სალვინის განცხადებები, რომ მას ამ წლების განმავლობაში ვერავინ აღმოუჩინა „ვერც რუბლი და ვერც მატრიოშკა“, საერთოდ არ აინტერესებთ ლიბერალურ იტალიურ მედიასაშუალებებსა და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს. ევროპელი ლიბერალების ერთ-ერთმა მთავარმა რუპორმა გი ვერხოფსტადტმა ევროპარლამენტის დარბაზში საჯაროდ დაადანაშაულა სალვინი „პუტინისგან ფულის მიღებაში“.
ამაში არის კიდეც „ბრალდებების“ არსი შიდა ოპოზიციის წინააღმდეგ — მნიშვნელობა არ აქვს, მართლაც არის თუ არა ის პრორუსული, აქვს თუ არა რაიმე ტიპის კავშირი მოსკოვთან. მთავარია, მოაკეტინონ მას. და რისი პასუხი შეუძლია ოპონენტს, თუ მას პირდაპირ მიახლი, რომ მის მომხრეთაგან ვიღაცას რუსი ცოლი ჰყავს ამ თაროზე მატრიოშკა უდევს? ეს მეთოდი დიდ ხნის წინ გამოიცადა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.
ამაშია ღია მუქარების აზრი, რომლებიც ოპონენტების მიმართ გაისმა ევროპის „რკინის ლედის“ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაგეთაგან. ცივი ომი შეუძლებელია „ალქაჯებზე ნადირობის“ გარეშე. ამ ომის დროს ევროპა ტყვეების აყვანას არ აპირებს — ის ყველა იმის ტოტალური წმენდით იმუქრება, ვისაც ის თავის „მეხუთე კოლონად“ გამოაცხადებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს